,,საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს”- რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

შოტრანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას GEO TEAM ავრცელებს.

„შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო. ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკო იყო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის პასუხი იყო შემდეგი: მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა 16 ნოემბერს დინამო არენაზე თამაში. გამოვიდა მოედანზე, დადგა Show, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომლისთვისაც მისი ქვეყნის ღირსების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია“, – ნათქვამია GEO TEAM-ის პოსტში.

მსგავსი თემები