,,ბუნებრივია, რომ იმ პროგრესს და მართლაც მაგარ საქმეს, რომელსაც თქვენ და თქვენი სამინისტრო აკეთებთ, ვერაფერი დაფარავს” – ალუდა ღუდუშაური

„ბუნებრივია, რომ იმ პროგრესს და მართლაც მაგარ საქმეს, რომელსაც თქვენ და თქვენი სამინისტრო აკეთებთ, ვერაფერი დაფარავს. ვერ დაფარავს სიცრუე და ვერ დაფარავს ის ამორალურობა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ“. ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მისი მოსმენის დროს.

ალუდა ღუდუშაურმა თავის გამოსვლაში ოპოზიციონერ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა.

„ეს ადამიანები საუბრობდნენ ჰუმანიზმზე. გამოვიდა ქალბატონი ბოკუჩავა და თქვა რომ „ნურას უკაცრავადო“. მე კი მათ ვეტყვი, რომ მართლაც „ნურას უკაცრავად“. ამ ადამიანზე (სააკაშვილზე) ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სრულიად სამართლიანად თქვა, რომ არის უმძიმეს დანაშაულებში მხილებული და ეს დადასტურებულია. ვერანაირი „ Free მიშა“, ვერანაირი სიცრუის ნიაღვარი, ლობისტებზე გადახდილი ფული და ის დამაზიანებელი კამპანია, რომელსაც ეს ადამიანები ეწეოდნენ ქვეყნის მიმართ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერ გადაფარავს და ვერ დამალავს. როდესაც სასამართლო ამბობს, რომ არანაირი ეგზისტენციალური საფრთხე არ არსებობს, ეს ადამიანები საუბრობენ ტყუილებზე“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მსგავსი თემები