რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა – ზელენსკი

უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილება დათესოს და ქაოსი შექმნას ქვეყნის შიგნით.

„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მათთვის მაიდანი გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები