ასტრახანის ცენტრში 5-სართულიანი სახლის 2 სადარბაზო ჩამოინგრა

რუსეთის ქალაქ ასტრახანის ცენტრში 5-სართულიანი სახლის 2 სადარბაზო ჩამოინგრა. საგამოძიებო კომიტეტმა მიზეზად დაასახელა ერთ-ერთ ბინაში დარღვევებით წარმოებული სარემონტო სამუშაოები.

სახლის ნაწილი 16 ნოემბერს, გვიან საღამოს დაინგრა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციიით, სახლის მცხოვრებთა სიის მიხედვით ყველა მათგანის ადგილსამყოფელი დადგენილია და ნანგრევებში არავინ იმყოფება.

ევაკუირებულია 213 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი.

 

მსგავსი თემები