სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მიუჯდება „ვივამედში“ სააკაშვილს – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მიუჯდება „ვივამედში“ სააკაშვილს. მისი თქმით, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად, თავიდან ბოლომდე აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც კი სააკაშვილს ჩაუდენია.

„შეწყალების მექანიზმს რაც შეეხება, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს, მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული. საზოგადოება, რომელიც დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ასე შემდეგ – ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და რეალურად, მიუჯდება „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს. თვითონ შეიძლება, ვერ განსაზღვროს, ამ შემთხვევაში, რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოებას, რადგან გასულია მომსახურების სფეროდან, მაგრამ, იმედი მაქვს, თავისი ახლობლები ეტყვიან, რა შედეგებზე შეიძლება, გავიდეს ეს შეწყალება. პრაქტიკულად, თავის თავზე აიღებს ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ აქვს დადასტურებული პატიმარ სააკაშვილს. თეორიულად ვამბობ, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუჯდება „ვივამედში“ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად, თავიდან ბოლომდე აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც კი პატიმარ სააკაშვილს ჩაუდენია. მაინც იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ძალიან კარგად იცით, რა დამოკიდებულება აქვს ქართულ საზოგადოებას პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მსგავსი თემები