სამხედრო გაწვევის არიდების მიზნით, ომის დაწყებიდან უკრაინა 20 ათასამდე მამაკაცმა დატოვა – ”ბიბისი”

სამხედრო გაწვევის ასარიდებლად, ომის დაწყებიდან უკრაინა 20 ათასამდე მამაკაცმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას  „ბიბისი“ უკრაინის მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 21 ათასზე მეტი მამაკაცი საზღვრის კვეთის მცდელობისას უკრაინის სამსახურებმა დააკავეს.

ზოგიერთი მათგანი ქვეყნის დატოვებას მდინარის გადაცურვით ან ფეხით ცდილობდა. ნაწილი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთების გაყალბებით.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის დატოვება 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცების უმეტესობას აეკრძალა.  სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამაკაცები, სამი და მეტი შვილის მამები და ისინი, ვისაც ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

მსგავსი თემები