სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს – ალუდა ღუდუშაური

მელიას აგდებენ პარტიიდან და უთავმოყვარეოდ ცდილობს, ჩაებღაუჭოს კარს, სალომე ზურაბიშვილი კი გარედან ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კარზე ჩაბღაუჭებას, ეგებ გაიღოს და მისთვის ადგილი გამოიძებნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს.

„საქართველოს ფორმალურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ეს უკვე კარგადაა ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის. სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ ქალბატონს არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ აქვს და ახლა ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს, როგორმე თავისი თავი პოლიტიკურად მიჰყიდოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ცდილობს კონკურენციაში შევიდეს ისეთ ადამიანებთან, როგორიც არიან ხაბეიშვილი, ვაშაძე და სხვები. ამიტომ, მისი პოლიტიკური დაღმასვლა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის ინტერესთან,”- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები