შანხაიში 4 ახალი დასახლება შენდება სადაც 4 მილიონი ადამიანი დასახლდება (ვიდეორეპორტაჟი)

ჩინეთის მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება ახალ-ახალი დასახლებების მშენებლობა და გარეუბნების მაქსიმალურად ათვისება. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც უკვე დაძრულია, თვალისწინებს შანხაიში 4 დასახლების მშენებლობას, სადაც 4 მილიონი ადამიანი იცხოვრებს.

პროექრი უკვე მზადაა და ის გამოფენილია შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში. ეს საგამოფენო სივრცე  ერთ-ერთია, სადაც წარმოდგენილია უახლესი ურბანული, ტურისტული ზონები. ეს არის მნიშვნელოვანი ფანჯარა მიღწევების საჩვენებლად, კერძოდ – შანხაის ურბანული დაგეგმარება და მშენებლობა, ინტეგრირება, გამოფენა, ტურიზმი და სხვა.

შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო ცენტრი მდებარეობს შანხაიში, სახალხო მოედანზე, მუნიციპალური მთავრობის შენობის მიმდებარედ. საგამოფენო ცენტრი არის ექვსსართულიანი შენობა, ორი სარდაფით, რომელიც აჩვენებს შანხაის ურბანული დაგეგმარებასა და განვითარებას.

გამოფენის ფოკუსი არის ურბანული შანხაის მთლიანი მასშტაბის მოდელი, რომელიც აჩვენებს არსებულ შენობებს და დამტკიცებულ სამომავლო შენობებს. სხვა ექსპონატები ეხება შანხაის ისტორიას და დაგეგმილ განვითარებას, მათ შორის მცირე ზომის მოდელები.

საგამოფენო ცენტრი აშენდა 1990-იან და 2000-იან წლებში.

შენობა დააპროექტა აღმოსავლეთ ჩინეთის არქიტექტურის დიზაინისა და კვლევის ინსტიტუტის (ECADI) არქიტექტორმა ლინგ ბენლიმ. ცენტრი არის 43 მეტრის სიმაღლის და  აქვს თეთრი ალუმინის პანელის მოპირკეთება და სიმბოლური მემბრანული სტრუქტურის სახურავი.

ეკა გულუა ჩინეთიდან

 

 

მსგავსი თემები