ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას.

რას მოიცავს აღნიშნული დახმარების პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია.

,,მადლობელი ვარ ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოსა და ფინეთის მთავრობის, უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტის მიწოდებისთვის”, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მსგავსი თემები