ხაბეიშვილის დილა ასე იწყება, გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ, საკითხავი აი, ეს არის – გურამ მაჭარაშვილი

ხაბეიშვილის დილა ასე იწყება, გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ, საკითხავი აი, ეს არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიიღო ის, რასაც იმსახურებდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

„ეს არის ძალიან კარგი პროცესი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიიღო ის, რასაც იმსახურებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. სხვას ეუბნებოდა, რომ ვადამდელი არჩევნები იქნებაო და თვითონ მიიღო ვადამდელი არჩევნები. ეუბნებოდა, რომ არეულობა და რევოლუცია იქნებაო და თვითონ მიიღო პარტიაში.  ამიტომ, ახლა მელია გასაგებია, რომ ღირსებას პატივს არ სცემს და არ მიდის პარტიიდან , რომელსაც ლანძღავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის სავარაუდოდ, ცდილობს, რომ თავისი ამომრჩევლები მაქსიმალურად გამოიყვანოს „ნაცმოძრაობიდან“ და დააზიანოს ეს პარტია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები