ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს ყველა განცხადებასა და სარჩელზე უარი უთხრეს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით,  მის ადვოკატებს განცხადებების და სარჩელის რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან.  მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება კონტროლი თავად გვარზე.

„ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს უარი უთხრეს ყველა განცხადებისა და შეგებებული სარჩელის მიღებაზე. უბრალოდ, არ არეგისტრირებენ. ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება კონტროლი თავად გვარზე. საინტერესოა, ვინ ფლობს ქვეყანაში ასეთ ძალაუფლებას? ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს გზით წავალთ, თუმცა თავად შემთხვევა ძალიან საჩვენებელია. დემოკრატია შვიდმილიანი ნაბიჯებით მიაბიჯებს. ერთი-ორი. ერთი-ორი“, – წერს არესტოვიჩი.

 

მსგავსი თემები