უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმისთვის ემზადება.,,რუსეთის ფედერაცია ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დასაბომბად ემზადება. თავდასხმები, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც გასულ წელს. უკრაინა წელს უფრო კარგად არის მომზადებული რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის, ვიდრე შარშან. ყველაფრის მიუხედავად, ზამთარი უკრაინელებისთვის მძიმე იქნება, რადგან ოკუპანტები ნაკლები რაოდენობის იარაღს არ გამოიყენებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა. აქციის რამდენიმე...