კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, შესაძლოა, კლინიკა დღეს დატოვოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი მათ კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის გაწერის შემდეგ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი დარჩება. მათგან სამს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.

მსგავსი თემები