ღაზაში 19 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე შენობაში, მეორე ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი, ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს.

,,19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს “ჰამასის” ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები