რომელი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები გაივლიან ნარკოლოგიურ შემოწმებას

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ. წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვისაც ნარჩუნდება. ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებული ყველა ნორმა შენარჩუნდება და კანონებიდან მათი ამოღება აღარ მოხდება. აღნიშნული ცვლილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს დაუჭირა მხარი.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად კი, დაგეგმილი იყო იმ ნორმის გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

 

მსგავსი თემები