ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ – პრემიერი

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში,  ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია. ,,ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით…

მეტი...

პრეზიდენტის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა. „სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელების გავლება როცა ხდება, ეს მართებული არ არის. სალომე ზურაბიშვილი ისეთ რამეს თუ ჩაიდენს, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, როცა ვალერი გელაშვილი აცემინა და გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რა საკვირველია, ეს იქნება დანაშაული და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სარჯველაძე. დანაშაულის ჩადენა არც ერთ შემთხვევაშია…

მეტი...

ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ექსპორტის ზრდის პოტენციალის საკითხებზე იმსჯელეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობით, ყოველწლიურად იზრდება გაშენებული ბაღების ფართობები, რომლებიც უკვე მსხმოიარობის ეტაპზე გადადის; შესაბამისად, მოსავლიანობის ზრდის ტენდენცია ყოველწლიური იქნება, რაც ზრდის ადგილობრივი ფერმერების შემოსავლებს, თუმცა, მნიშვნელოვანია მიღებული მოსავლის დროული რეალიზაცია, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ ექსპორტიორები. ჩვენ მზად ვართ, ახალი ბაზრების მოძიებაში მხარდაჭერა გავუწიოთ დაინტერესებულ მხარეს, მით უმეტეს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – განაცხადა ოთარ…

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში “ჰამასის” კუთვნილ 11 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ჰამასთან” ომის დაწყების შემდეგ, “ტერორისტული ორგანიზაციების კუთვნილ” 11000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. მათივე ცნობით,  ჯარებმა დაადგინეს “ჰამასის” თავდამსხმელები ~ ჯაბალიას რაიონში მრავალსართულიან შენობაში, რომელიც სკოლის, სამედიცინო ცენტრისა და სამთავრობო ოფისების მახლობლად იყო, საჰაერო ძალებს კი მისძეც თავდასხმის ბრძანება.

მეტი...

დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგან სამი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად. ხსენებული თანხა,…

მეტი...

ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკის მიწვევით ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობს

2023 წლის 2 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით,  ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში – Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession. საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც   ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტრეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. კონფერენცია  ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთ მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის…

მეტი...

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია – ილონ მასკი

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში  ილონ მასკი წერს. სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტარლინკი ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა.  

მეტი...

ღაზის სექტორში ინტერნეტის მიწოდება და სატელეფონო კომუნიკაციები კვლავ შეწყდა

 ღაზაში მოქმედი სატელეკომუნიკაციო საშუალება paltel-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ინტერნეტსერვისი და სატელეფონო კომუნიკაციები კვლავ შეწყდა. მისი თქმით, მიზეზი ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიშები და სანაპირო ანკლავში გაფართოებული სახმელეთო ოპერაციაა. დამოუკიდებელმა ინტერნეტ-მონიტორინგის ჯგუფების თქმით,  ღაზაში კომუნიკაციები არაერთხელ დაზარალდა, თუმცა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ, ბოლოდროინდელი გამორთვა „ყველაზე საზარელი იყო.“

მეტი...

ტუნისში, ციხიდან პატიმრები გაიქცნენ

ტუნისში სახიფათო ისლამისტებად წოდებული ხუთი პატიმარი გაიქცა ციხიდან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მათი ფოტოები და მოუწოდა მოქალაქეებს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილონ „ტერორისტული აქტები“. პატიმრები მორნაგუიას ციხიდან სამშაბათს დილით გაიქცნენ. ისინი ბოლო წლების გახმაურებული, ყველაზე ძალადობრივი თავდასხმების მთავარი მოქმედი პირები არიან.  მათ სახელებს უკავშირებენ არაერთი ტუნისელი პოლიტიკოსის მკვლელობას.

მეტი...

ჩინური სუფრა – ხელოვნების ნაწილი (ფოტორეპორტაჟი)

ჩინური სამზარეულო და ჩინურ სუფრა მხოლოდ კერძებისგან არ შედგება. ის კულტურისა და ხელოვნების ნაწილია. აქ, სუფრას გაშლის პარალელურად, კერძებით, რომელიც ხელოვნების ნიმუშად ითვლება, ადგილობრივ სამზარეულოს გაცნობენ. სუფრა იმდენად გემოვნებიანად და ლამაზად არის გაფორმებული, დაგენანება, ხელი მოკიდო და ეს სილამაზე დაშალო.   ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სტუმარმა აღნიშნა, თურქული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს იმ წარმატებული, ერთობლივი პროექტების შედეგების გამო, რომლებიც სააგენტომ, სამსახურთან თანამშრომლობის მანძილზე განახორციელა; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა,უმით ნაჯი იორულმაზმა, რომელიც სამსახურს, დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში სტუმრობდა, მაღალი შეფასება მისცა სააგენტოსა და სამსახურის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს, რამაც სათაო ოფისს, ანკარაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მოტივაცია მისცა. TIKA-ს მომავალი წლის გეგმაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…

მეტი...

15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. მათივე ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი თბილისში: თბილისი შპს იმუნიზაციის ცენტრი – თბილისი, ტაშკენტის 10ა სს ევექსის კლინიკები- საბურთალოს პოლიკლინიკა – თბილისი, ვაჟა ფშაველას 40 შპს ჯანმრთელობის ცენტრი – თბილისი, ყაზბეგის14ბ შპს ოჯახის მკურნალი -თბილისი, ხეთაგურის 6…

მეტი...

ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში, რათა შეხვედრები გამართოს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან და შემდეგ შეხვედრებს გამართავს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბლინკენი ისრაელში ორჯერ ჩავიდა.

მეტი...

ნიკა გვარამია პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.,,მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს უნდა გვესმოდეს და აქ უნდა დავსვათ წერტილი, ეს არის ასე. მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა წამებასთან მიახლოებული ფორმები, მინიმუმ, არაადამიანური დამოკიდებულება და აქაც არის წერტილი. სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად, არასდროს არაფერი მითხოვია მისთვის და ახლა, ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან მას ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა იცინოს ოცნებამ, ვიღაცას სჯერა თუ…

მეტი...

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის. მისი თქმით, ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა. რაიდერის განმარტებით, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.

მეტი...