სარაკეტო თავდასხმას ხერსონის ოლქზე – არის მსხვერპლი

რუსეთმა, გუშინ ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა ხერსონის ოლქის სოფელ ჩაიკინეზე. თავდასხმას 58 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ხერსონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სოფელ ჩაიკინეს მიმართულებით, ჯამში 30 რაკეტა 31 ოქტომბრის 10:00 საათზე გაუშვეს, ხოლო სამიზნეებს ოლქის დასახლებების საცხოვრებელი უბნები, სერვისის სადგური და საწყობები იყო.

მსგავსი თემები