საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, ევროკავშირის მიმართულებით წინსვლას ვერაფერი დაუდგება.
„ვიდრე ოლიგარქის აჩრდილი ტრიალებს ხელისუფლების სიახლოვეს, არავითარი ევროპერსპექტივა ჩვენს ქვეყანას არ ექნება. რამდენიმე კვირა დარჩა ვითარების გამოსასწორებლად, რათა კომპასი გასწორდეს. ამისთვის საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა; დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს; ოლიგარქმა დაშალოს თავისი კრიმინალური პარტია, „ქართული ოცნება“ და თავად ივანიშვილმა ფიზიკურად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამ დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, მაშინ ევროკავშირის მიმართულებით წინსვლას წინ ვერაფერი დაუდგება. ამას თუ არ გააკეთებენ, ივანიშვილი და მისი ხროვა პირადად აგებენ პასუხს მორალის, პოლიტიკის, მომავლისა და სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე“, – განაცხად შალვა ნათელაშვილმა.