სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა 17 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

„ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია ერთიანობა სერბეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენ მრავალი ზეწოლის ქვეშ ვიქნებით, როგორც კოსოვოსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის გამო, ისე სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების გამო“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

„როიტერი“ წერს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვუჩიჩს მისცემს დამატებით დროს და შესაძლებლობას, გადაავადოს კოსოვოს კავშირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

მსგავსი თემები