,,პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ” – ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

,,პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს და ავერსის კლინიკიდან გაქქცეულ სამ პატიმარს მიმართავს.

,,გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს.

გამოძიების და ოპერატიული ღონისძიებების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მეტ დეტალებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამბობს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, ავერსის კლინიკაში, სამედიცინო კვლევებზე გადაყვანილი სამი პატიმარი დღეს ბადრაგებს გაექცა. შემთხვევა დღეს, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით დღის 1-ელ საათზე მოხდა.

მსგავსი თემები