ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია როცა იქნება, დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.

„ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა განსხვავებული კუთხით და ჩვენი პასუხი არის ერთი – მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს და შესაბამისად, არც ის არის გამონაკლისი. როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, იგი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება რეკომენდაცია, ის დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ის არის მსჯავრდებული პატიმარი, მათ შორის კლინიკა „ვივამედშიც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები