,,ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის”- თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია  ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს. პლენარული სხდომაზე აქუბარდიამ შალვა პაპუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ირაკლიბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.

,,ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით – ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, ის არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ მაგრამ დისკრედიტაცია მან რაც წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ, ეს მოუბრუნდა მას და ამით მან დაამთავრა როგორც თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე არ მგონია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. თქვენთვისვეა უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს და მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა”- განაცხადა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები