,,მსოფლიოს სჭირდება ასეთი ლიდერები”- მიხაილო პოდოლიაკი ბორის ჯონსონზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკი განცხადებით, ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის საშიშროება გააცნობიერა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში დაუდგა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის კარგი მეგობარია.

,,ლიდერობა ყოველთვის მძიმე ტვირთია. ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის საშიშროება გააცნობიერა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში დაუდგა, რათა დაეცვა თავისუფალი სამყარო ბარბაროსული შემოჭრისგან. მსოფლიოს სჭირდება ასეთი ლიდერები. დიდი ბრიტანეთი უკრაინის კარგი მეგობარია. ბრიტანეთის გვირგვინი დემოკრატიული სამყაროს ფარია”,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები