დასვენება ცაში – რეპორტაჟი პროვინციიდან

სოფელი გაოჟაი გუიჯოუს პროვინციის შემადგენლობაშია. აქ   მოსახლეობა 1023 ადამიანს შეადგენს. სულ აქ არის 320 სახლია. მისი  ბუნებრივი უპირატესობებია: მაღალ ეკოლოგიურ გარემოში. აქ ტყით დაფარვის მაჩვენებელი დაახლოებით 70% -ს შეადგენს. მას მიიღებული აქვს ტიტული “პროვინციული ცივილიზებული სოფელი”, “პროვინციული ეკოლოგიური სოფელი” , „ურბანული ეკოლოგიურად ცივილიზებული სოფლები“ ​​და სხვა.

სამრეწველო უპირატესობებს რაც შეეხება, სოფელს აქვს კულტურული რელიქვიები და ძეგლები, როგორიცაა ცინგ დინასტიის „ჯარისკაცთა თავშესაფრის გამოქვაბული“ და ათზე მეტი კერძო ფერმის სახლი.

აქ მოყავთ თეთრი ჩაი,  მარწყვი, ჩილის სოუსი. აქვს 700-ზე მეტი მაღალი ხარისხის თეთრი ჩაის ქარხანა.

ამავე სოფელში მდებარეობს დასასვენებელი ზონა ბანაკების სახით.  პროექტის საერთო ფართი 1500 კვადრატული მეტრია. სწორედ ეს არის სოფლის უნიკალური ხიბლი. შეგრძენბაა ისეთი, თითქოს გამოკიდული ხარ ჰაერში. დილით აქ თითქმის არაფერი ჩანს, ნისლშია მთელი სოფელი გახვეული. მთელ პერილეტრზე კი კარვებია გაშლილი, სადაც ტურისტები ისვენებენ, ეწყობა სხვადასხვა კულტურილი თუ გასართობი ღონისძიებები და ეს საუკეთესო დასასვენებელ ადგლად ითვლება.

ეს ბანაკი შექმნილია პროვინციიდან და სხვა რეგიონებიდან ახალგაზრდების მოსაზიდად ამ თვალწარმტაცი სოფელში, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, განვთარდეს ინტეგრაციული ჯაჭვი და შეიქმნს სამუშაო ადგილები ადგილობრივებისთვის.

მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში ბანაკნა დღეში დაახლოებით 300 ვიზიტორს უმასპინძლა. ერთ თვეში შემოსავალმა კი 400 000 იუენს მიაღწია.

 

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები