პირველი ათასმეტრიანი ხიდი მთის კანიონზე ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, პრეფექტურის დონის ქალაქი ანშუნში მდებარეობს. ხიდის სიგრძე 2237 მეტრია, სიმაღლე – 370 მეტრი. ბალინგის ხიდი არის დაკიდული ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ბალინგის ხეობას. ხიდმა ქალაქ კუნმინგსა და გუიანგს შორის ერთსაათიანი მანძილი 4 წუთამდე შეამცირა.
მას ექსტრემალური სპორტის დატვირთვაც აქვს. ერთ-ერთია „ბამჯი ჯამფინგი“. ასევე, დაბალ სიმაღლეზე „დაივინგი“, სიმაღლეზე სრიალი და სწრაფ დაღმართზე დაშვება. „ბანჯი ჯამპინგი“ კი გინესის რეკორდებშია შეტანილი, როგორც ყველაზე მაღალი ნახტომი 370 მეტრის სიმაღლიდან.
ხიდის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და მოძრაობა 2009 წელს გაიხსმა. მშენებლობის ჯამურმა ინვესტიციამ კი 1,48 მილიარდი იუანი შეადგინა.
გზის ზედაპირის სიმაღლე წყლის დონიდან 370 მეტრია. დასრულების დროს ის იყო “პირველი ჩინეთში და მეექვსე მსოფლიოში,” ფოლადის დაკიდული ხიდის კონსტრუქცია. ხიდს ასევე მიენიჭა ყველაზე პრესტიჟული საინჟინრო ჯილდო ჩინეთში – „ლუბანის პრიზი“ მშენებლობის ხარისხისთვის. მას დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი მთის ხიდებში.
ეკა გულუა ჩინეთიდან
მსოფლიოში პირველი 1000 მეტრიანი ხიდი, რომელიც მთის კანიონზე აშენდა (ვიდეო)