,,ირაკლი ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა”- მამუკა მდინარაძე

,,ირაკლი ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა, არ არის მარტივი ამბავი”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”მეორე მხრიდან ამ დროს, ათასჯერ უარეს შეურაცხყოფაზე ბოდიშის მოხდა კი არა სინანულის ნატამალიც არ გვინახავს”.

,,როდესაც ადამიანს აღმოაჩნდება იმდენი ვაჟკაცობა, რომ მიხვდება ძალიან გადააჭარბა, ამას არ ვდავობ, არ შეიძლება იმის თქმა, რაც თქვა გუშინ, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად ასეთი ნათქვამისა, მას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა, არ არის მარტივი ამბავი. ისე რომ გამწარდები და ემოციურად იმ დონეზე მიხვალ ისეთ რაღაცას იტყვი, რაც თქვა, რომელსაც არაფერი ამართლებს, მაგრამ გამოხვალ შემდეგ და ბოდიშს მოიხდი. მეორე მხრიდან ამ დროს, ათასჯერ უარეს შეურაცხყოფაზე ბოდიშის მოხდა კი არა სინანულის ნატამალიც არ გვინახავს, მათგან მორალის კითხვას ვერ მივიღებთ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები