იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ეს გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღეს. ისინი ღაზის სექტორში “ისრაელის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციას” აპროტესტებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამინისტრო აღნიშნავს, რო შეშფოთება სიტუაციის შემდგომ ესკალაციასთან დაკავშირებით იზრდება, რაც “პოტენციურად საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მშვიდობას”.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი ელჩის დაბრუნება ,,ომის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებაზე” იქნება დამოკიდებული.