არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე – ზელენსკი

არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე, არავის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თაიმი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მიმდინარეობისას აწყდება.

სტატიის ავტორის, საიმონ შუსტერის თქმით, აშშ-ში უკრაინის დახმარებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მცირდება და ზელენსკის ბოლო ვიზიტმა მოსალოდნელი შედეგები ვერ გამოიღო.

„ომით დაღლილობა ტალღასავით მოდის. თქვენ ხედავთ ამას აშშ-ში, ევროპაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი მათ ცოტა დაღლილობა ეწყებათ, მათთვის ეს ხდება როგორც შოუ: „მე ვერ ვუყურებ ამ გამეორებას მეათედ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის გუნდის სხვა წევრი კი გამოცემასთან აცხადებ, რომ  ზელენსკი გრძნობს, რომ მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უღალატეს, რადგან დატოვეს ომში გამარჯვების საშუალებების გარეშე და მისცეს მხოლოდ გადარჩენის საშუალებები.

„ის საკუთარ თავს ატყუებს. ჩვენ ვარიანტები არ დაგვრჩა. ჩვენ ვერ ვიმარჯვებთ, თუმცა სცადეთ და უთხარით მას ეს“, – განუცხადა ამერიკულ ჟურნალს ზელენსკის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ.

 

მსგავსი თემები