„ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება, არანაირი „ნაცრისფერი ზონა“- ზელენსკი

„ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება. არანაირი „ნაცრისფერი ზონა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

მისი თქმით, ევროპას სჭირდება ევროკავშირი.

„ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება. არანაირი „ნაცრისფერი ზონა“. ჩვენს პოლიტიკურ თაობას შეუძლია ამის უზრუნველყოფა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ ასეთ განსაკუთრებულ მომენტს. ევროპას სჭირდება ევროკავშირი. დაე, უკრაინული ოპტიმიზმი ევროკავშირთან მიმართებაში ემსახურებოდეს უფრო სტაბილურ მომავალს მთელი ევროპისთვის. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მიმდინარე წელს მივაღწიოთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები