ერგნეთში მოლაპარაკებები ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ინციდენტების პრეცენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფორმატში, მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებზე თითქმის 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
ოფიციალური თბილისის მოთხოვნა ტყვეობაში მყოფი 7 მამაკაცის გათავისუფლება იყო.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე გააპროტესტა ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე სულ 3 ჯერ, მათ შორის ერგნეთში დაფიქსირდა.
რაც შეეხება სროლებს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარეობს, სუსის მაღალჩინოსანმა არ დაადასტურა და თქვა, რომ მსგავსი ადგილზე არაფერი ხდება.