,,კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!”- ელისაშვილი ბერაიას

“კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!”, – ამ სიტყვებით  პარლამენტის სხდომაზე “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას მიმართა.

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.

,,დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები