,,ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს”- ირაკლი კობახიძე

,,ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით.

,,ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიას სწორედ პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ… ამ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები