,,სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით”- კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის CBS-თან ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით.

,,სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც “მტრის ენაზე ლაპარაკობენ”. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის”, – წერს კარასინი.

მსგავსი თემები