უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს.
უწყების მტკიცებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვში ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა თავდასხმას მოსკოვში მდებარე ობიექტებზე, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა მოიგერია და უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოვარდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი და ხანძარი არ ყოფილა.

მსგავსი თემები