„შუა დერეფანს“ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს “ – ჩენგ იკუნი „მედიაცენტრ მთავართან“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჩენგ იკუნს შეხვდა. როგორც ჩინელმა დიპლომატმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო-ჩინეთს შორის ახალი ურთერთობები იწყება და ეს საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტმაც დაადასტურა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ჩენგ, მინდა კავკასიის თემაზე გკითხოთ. კონკრეტულად, ახალი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ზოგადად, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთისა და კავკასიის თანამშრომლობაზე.   

საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. ჩინური კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს პრემიერის ვიზიტისას თანამშრომლობის ახალი ეტაპები განიხილეთ.  სად და როგორ ხედავთ საქართველოს როლს?  

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჩენგ იკუნი:  მოგეხსენებათ, საქართველო ჩინეთის კარგი მეგობარი და პარტნიორია. ცოტა ხნის უკან, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჩინეთში 31-ე FISU-ს საზაფხულო მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფებოდ და ეს იყო პირველი ვიზიტი ჩინეთში. მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და პრემიერ მინისტრი ლი ციანი შეხვდნენ.

შეხვედრების შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა ახლი დოკუმენტის შესახებ, რომელიც ჩინეთ-საქართველოს ახალ ურთიერთობებს ეხება. მხარეებმა განაცხდეს, რომ ურთიერთობას ახალ ბერკეტზე დავაყენებთ, რაც მოიაზრებს სტრატეგიული პარტნიორობას დონეს. ჩინეთი, საქართველოსთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას ლიდერებთან ერთად. საუბარია ახლა საფეხეურებსა და განვითარებაზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია  ეკონომიკური განვითარებისთვის პოზიტიური ენერგიის შეტანა ცივილიზაციის წინსვლაში.  „შუა დერეფანს“ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო მიიღებს  მონაწილეობას ამ დერეფნის მშენებლობაში. ჩვენ კი მზად ვიქნებით, თქვენს ქვეყანასთან ერთად განვავითაროთ ეკონომიკური წინსვლისა და თანამშრომლობის ბერკეტი რეგიონში ორ ქვეყანას შორის. აღნიშნა დიპლომატმა “მედიაცენტრი მთავარის” კითხვის საპასუხოდ.

 

მსგავსი თემები