,,თავად მოჭრა ჭიპლარი და პლაცენტა ნაგავში გადააგდო”- დედას, რომელმაც შვილი ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს

ქალი, რომელმაც ტარანტოში შვილი ნაგავსაყრელთან დატოვა, მიტოვებული ბავშვის დაბრუნება სურს. ტარანტოს ნაგავსაყრელთან მიტოვებული ბავშვის 23 წლის დედამ გადაიფიქრა და ახლა სურს ბავშვი, რომელსაც ლორენცო დაარქვეს თავად გაზარდოს.

„სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, – განუცხადა მან გამომძიებლებს.

მედია წერს, რომ ქალი ადვოკატთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ბავშვის დედობა ეღიარებინა, რის შემდეგაც შეძლებს მოითხოვოს შვილის გაზრდის უფლება, თუმცა ჯერჯერობით ბიუროკრატიული პროცედურების გამო, აღიარების პროცესი არ დასრულებულა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.  მედიის ცნობით,  ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნებენ თუ არა დედას მიტოვებულ ჩვილს. 23 წლის ახალგაზრდას კვლავ დაპატიმრების საფრთხე ემუქრება, თუ მას მკვლელობის მცდელობაშიც წაუყენებენ ბრალს.

მედიის ცნობით, ქალმა ბავშვი იმ ქალის სააბაზანოში გააჩინა, რომელსაც უვლის, შემდეგ თავად მოჭრა ჭიპლარი და პლაცენტა ნაგავში გადააგდო. მეორე დილით კი  შვილი გავსაყრელებთან დატოვა.

 

მსგავსი თემები