დაბა სტეფანწმინდაში უხვმა ნალექმა რამდენიმე ოჯახს სახლის პირველი სართულები დაუზიანა

ყაზბეგის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით,  დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

„გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწო წვიმა, რამაც გამოწვია უხვი ნალექი ტალახის დიდი მასა. ჩვენ ადგილზე მოსულები ვიყავით, რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახლის პირველი სართულები. აგრეთვე გერგეთის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში მოედინება, ცოტა საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ადგილზე მოვიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით მოხდა გაწმენდა. დილიდან მუშაობდნენ გეოლოგები, დღეს დილიდან ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღში დადებენ დასკვნას, იმის მიხედვით მოხდება სამუშაოები“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მსგავსი თემები