წაღებულია ოქროულობა და ტელეფონი – ქურდობა წალენჯიხაში

წალენჯიხაში მდინარე ჭანისწყალის ნაპირზე მდგარი ორი მოქალაქის ავტომობილი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს.

„დაქალმა გამომიარა სამსახურის შემდეგ და მდინარეზე ჩემი მანქანით წავედით. მან წყალში ჩასვლის წინ ძვირადღირებული ოქროები მოიხსნა და მანქანაში ჩავკეტე. ასევე ძვირიანი ტელეფონიც. მანქანა ნაწვალებია და გამოტანილია ჩემი დაქალის ოქროულობა და ტელეფონი. იქვე ზუგდიდელების მანქანა იდგა და მათ საფულე მოპარეს. მერე მათ ბარათით უსარგებლიათ ზუგდიდის კარფურში, იმედია ყველაფერს დაადგენს პოლიცია“, – ამბობს დაზარალებული.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები