გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის – პრემიერი

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის. „კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის”, –  აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

,,მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა”- სოფო ბაკურაძის შვილს, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, 4 წლის ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ლუსის დედა, სოფო ბაკურაძე შოვში სტიქიის შედეგად დაიღუპა. სოფო მარტოხელა დედა იყო, შოვში კი კოტეჯების დამლაგებლად მუშაობდა. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.   „ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში. 23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა.…

მეტი...

კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდას მიაღწია. მედიის ცნობით, თავდაპირველ მიწისძვრას რამდენიმე წუთის შემდეგ ბიძგები მოჰყვა. კოლუმბიის ეროვნულმა გეოლოგიურმა სამსახურმა მეორე მიწისძვრა 5.6 მაგნიტუდად შეაფასა, მომდევნო ბიძგები კი – 4.8 მაგნიტუდად. კოლუმბიის ეროვნული გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დიდი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

მეტი...

მამა სტიქიის ზონიდან

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში, სტიქიის ზონიდან ვრცელდება მამის კადრები,  რომლის შვილები და მეუღლე სტიქიას ემსხვერპლნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესამე შვილს ეძებს. ,,მეუღლე და ბავშვები არიან იქ. 2 წლის, სამის და შვიდის შვილები. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან – 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ…

მეტი...

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 39 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. ის სასტიკი წამებით მოკლეს. ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, ის, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული”.

მეტი...

„შენი მხიარული სახე ჩააქრო სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში“ – სალომე ხეთაგურს ემშვიდობებიან

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.   სალომე ხეთაგური სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, გვანცა ბუბაშვილს ამ დრომდე ეძებენ. გოგონას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან. „ხანდახან უდიდეს ტკივილშიც კი გაგაოცებს ბუნება… მაშინ, როცა ამდენი სულის შემძვრელი ინფორმაცია მოდის შოვიდან. ძალა აღარ გაქვს მოისმინო… ელოდები. იქნებ იპოვონ შენი ოჯახის წევრი მიცვალებული მაინც… გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა) არ იყოს ცალ-ცალკე. ჩემო სალომე (ხეთაგური) შენი მხიარული სახე კი ჩააქრო ბოროტმა სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც კი შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში შენს სახლში…

მეტი...

დააკავეს წყვილი, რომელმაც შვილი ვედროში დაახრჩო და ეზოში დამარხა

რუსეთში ტამბოვის რაიონში, ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლ-ქმარი დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონალური სუს პრესსამსახურის ცნობით, მკვლელობა ჯერ კიდევ 2017 წელს მოხდა, მაგრამ ბავშვის ნეშტი მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში იპოვეს. ,,დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 37 წლის მამაკაცისა და მისი ყოფილი 31 წლის ცოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით. რუსეთის ფედერაციის (არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით)“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გამომძიებლების ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში, სოფელ ბოკინოში ყოფნისას ქალმა ბიჭი გააჩინა. ამავდროულად, ქმარმა უარი თქვა ბავშვის მიღებაზე, რადგან ის…

მეტი...

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, 4 წლის ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ლუსის დედა, სოფო ბაკურაძე შოვში სტიქიის შედეგად დაიღუპა. სოფო მარტოხელა დედა იყო, შოვში კი კოტეჯების დამლაგებლად მუშაობდა.   ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს. „ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში. 23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა. ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი…

მეტი...