,,ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს მთავარ მიზანთან”- ზელენსკი

,,ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან – გამარჯვებასთან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს და სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებს ფრონტზე გაწეული თავდადებისა  და თითოეული გაადარჩენილი სიცოცხლისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან – გამარჯვებასთან ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ზაპოროჟიეს რეგიონში მოგზაურობის დროს ჩვენს მეომრებთან შეხვედრა და შევრონის მიღება.

46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადა მტერს ხერსონისა და ბახმუტის მიმართულებით ანადგურებდა და ახლა ორიხივის მიმართულებით ეფექტურად იბრძვიან! ორიხივის მიმართულებით მძიმედ იბრძვიან 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეომერებიც. მადლობა მეომრებო!

სკალას თავდასხმის ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ იზუმის გათავისუფლებაში. ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ ბატალიონმა ბახმუტის სექტორში ოკუპანტების განადგურება განაგრძო.
ზაპოროჟიეს სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსები ყოველდღიურად იხსნიან ჩვენს მეომრებს! მადლობა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლისთვის!!

დიდება ჩვენს მეომრებს! დიდება ძლიერ ხალხს! – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები