“მოსკოვი სითიდან” ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

პანიკა რუსეთში – “მოსკოვი სითიდან” ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან მინიმუმ 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით, ევაკუაცია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო თავდახსმის შესახებ მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა მოსკოვზე დრონის გამოყენებით ახალი თავდასხმის შესახებ. დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მსგავსი თემები