,,კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მოსწავლე”- ავარია მარტვილში

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. გუშინ, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ტკივილი… ტკივილი გაუსაძლისი… ტკივილი უსაშველო… კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით… კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.

აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა.

ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია…- წერს დაღუპულ მოზარდის სკოლის პედაგოგი ნუნუ სილაგავა.

 

 

მსგავსი თემები