მეწყერი სტეფანწმინდაში

გუშინ, სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა.

ყაზბეგში გეოლოგების სპეციალური ჯგუფი მუშაობს.  სტიქიის შედეგად ადგილობრივების ნათესები განადგურდა.

,,ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია. ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი” – განუცხადა გუშინ “რადიო თავისუფლებას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მსგავსი თემები