რუსეთი არასდროს დაუბრუნებს უკრაინას ყირიმს – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი უკრაინას ყირიმს არასდროს დაუბრუნებს. მისივე თქმით, თუ მათ წინააღმდეგ აგრესია ან თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გამოიყენებენ ბელარუსში განთავსებულ ბირთვულ იარაღს.

,,ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნები ამ დროისთვის მიღწეულია. უკრაინა ვეღარასდროს ვერ მოექცევა რუსეთს აგრესიულად ამ ომის დასრულების შემდეგ. უკრაინა განსხვავებული იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუბრუნებს მას ყირიმს. ჯერ ეჭვი მეპარება, რომ რაღაცაზე შეიძლება ამ საკითხზე შეთანხმება. რაც შეეხება ბირთვული იარაღს, რომელიც გვაქვს ბელარუსში, რა თქმა უნდა, მას არასდროს გამოვიყენებთ, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ აგრესია ან თავდასხმა იქნება, ყოყმანის გარეშე გამოვიყენებთ ჩვენი იარაღის მთელ არსენალს,”- განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები