შვეიცარია საქართველოსა და უკრაინისა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია არ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს. ამის შესახებ გადაწყვეტილწბა შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო.

ამრიგად,  რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს არ შეეძლებათ შენგენის ვიზის აღება და ასევე შენგენის საზღვარის გადაკვეთა სამგზავრო დოკუმენტებით, რომლებიც გაცემულია რუსეთის ხელისუფლების მიერ.

შვეიცარია არ აღიარებს რუსეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ და ჩვეულებრივ პასპორტებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვასა და მეზღვაურების საიდენტიფიკაციო ბარათებს.

,,რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს განაცხადა, რომ ის ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ძალიან ცოტა სახელმწიფომ გააკეთა ეს და შვეიცარია ამ რეგიონებს თვლის, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს”, – ნათქვამია ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი თემები