„ძებნის არეალი გაფართოებულია, მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები”- რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  შოვში, სტიქიის ზონაში, მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება. მისივე თქმით, ძებნის არეალი გაფართოებულია.

„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები