რუსეთში ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის

რუსეთში ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის. ხანძარი დაახლოებით 1,3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.

რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი ხის პლატებს უკიდია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს.

ამ ეტაპზე უცნობია ხანძარის გამომწვევი მიზეზი.

მსგავსი თემები