ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მანქანას შეეჯახა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.
ავარიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.