ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე თქმით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები