27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია – რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია.  მისივე თქმით, ძებნის არეალი გაფართოვდა და ამბროლაურამდე ჩავიდა.

,,დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო დაახლოებით 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამოსვენებული 27 პიროვნებიდან, 25 არის უკვე იდენტიფიცირებული”, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მსგავსი თემები